|
2018-05-16 11:35:39, 1642 ნახვა
საზოგადოება
მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად დაინტერესებულ კომპანიებს სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად გადაეცემა
მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად სამი ლოკაცია დედაქალაქში დაინტერესებულ კერძო კომპანიებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამივე ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტს მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს. თბილისის მერმა ბიზნესსექტორს მოუწოდა, აღნიშნული შესაძლებლობით დაინტერესდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქის საკეთილდღეოდ იმუშაონ. „მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)