|
2018-05-16 11:09:43, 1468 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დღესვე დაიწყონ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს სთხოვა, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დღესვე დაიწყონ. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ზაფხულის სეზონის დადგომამდე უნდა მოგვარდეს, რათა მგზავრებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. „გავალებთ, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსების კომპანიის მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა მოგვარდეს, რათა მერსა და მერიას განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა არ დასჭირდეს, რომ მოქალაქეებს ელემენტარულად, კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები დროულად უნდა დაიწყოს. „გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რათა აღნიშნული პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო. მათ აქვთ დრო და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მგზავრები კომფორტულ გარემოში გადაადგილდნენ. დღესვე დაიწყეთ ამაზე მუშაობა და აღნიშნული პრობლემა იქნეს მოგვარებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)