01:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 22:55:39, 1855 ნახვა

საზოგადოება
იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„გირჩის" წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს- ამის შესახებ ინფორმაციას „გირჩი“ ავრცელებს.

ისინი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და დროებითი დაკავების იზოლატორში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მათ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვეს. 

შეგახსენებთ,  რომ 2 მაისს, „გირჩის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში, როდესაც პოლიცია ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით პირს აკავებდა, პარტიის წევრები - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი ჩაერივნენ. პოლიციამ ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics