|
2018-05-10 17:04:35, 1375 ნახვა
საზოგადოება
ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზაზე ფერმერებისთვის და აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის ბადრიჯნის და პომიდვრის კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩატარდა. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მყნობის პროცესში. ფერმერებმა და სტუდენტებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ფერმერებისთვის უფასო სასწავლო კურსებს პერიოდულად ატარებენ. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)