|
2018-05-10 16:44:26, 1575 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს სხდომას სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ქ. მადრიდში ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიას დაესწრნენ. ღონისძიებები ორგანიზებული იყო ველური ბუნებისა და ნადირობის საერთაშორისო საბჭოს და ესპანეთის სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, სურსათისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მდგრადი ნადირობის მსოფლიო ფორუმი, სადაც განხილულ იქნა 2018 წლის სატროფეო ნადირობის კალენდარი, სანადირო ფრინველთა სახეობების, ველურ ცხოველთა დაავადებების, აფრიკული ღორის ცხელების, მგლის პოპულაციის რეგულირების და სხვა ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)