23:43 - 29 Jul, 2026
|
2018-05-10 13:04:17, 1465 ნახვა
საზოგადოება
ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა დატოვეს
ძიუდოისტებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ყრილობაზე მათი პრობლემების მოსმენა არ ისურვეს და მხოლოდ დასწრების სურვილი მისცეს. ”შევედით, ჩვენი პრობლემები დავაფიქსირეთ, არ იყო მოსმენის სურვილი და ამიტომ დავტოვეთ სხდომა. მხოლოდ დასწრების უფლება მოგვცეს”, - აღნიშნა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ძიუდოისტები ფედერაციის ყრილობაზე მცირეოდენი წინააღმდეგობის შემდეგ შეუშვეს. ყრილობას ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების წევრები - ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი და მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი. ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)