19:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 15:47:48, 2017 ნახვა

სამართალი
ვალერი კვარაცხელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.

სავარაუდოდ, სამივე პირის პროცესი ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, ვაკის პარკთან დაპირისპირების დროს სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ მხარდამჭერი ნიკა შაყულაშვილი, „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია და მისი შვილი დავით კვარაცხელია დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით „ექსპრესნიუსთან“ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ ისაუბრა:

„ჩვენი აქტივისტები იმყოფბოდნენ ვაკის პარკში, ანტი საოკუპაციო და ანტი რუსული ტრანსპარანტებით, სადაც ეწერა: „რუსი არის ფაშისტი“ და „არა ოკუპაციას“. ამ დროს ჩაიარა კვარაცხელიამ და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ქალბატონს, შეაგინა, რის შემდეგაც მიიღო პასუხი ნიკა შაყუკაშვილისგან, რომელიც იქვე იმყოფებოდა.  შემდეგ კვარაცხელიას მხრიდან მოხდა ნიკას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა. ნიკამ კვერცხი ესროლა და ამის შემდეგ, ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქაცარავამ.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics