19:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 13:59:46, 1893 ნახვა

სამართალი
ვაკის პარკთან 3 პირი, მათ შორის ვალერი კვარაცხელია დააკავეს

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს, მოძრაობის მხარდამჭერი ნიკა შაყულაშვილი და „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია დააკავეს.

 „ჩვენი აქტივისტები იმყოფბოდნენ ვაკის პარკში, ანტი საოკუპაციო და ანტი რუსული ტრანსპარანტებით, სადაც ეწერა: „ რუსი არის ფაშისტი“ და „არა ოკუპაციას“. ამ დროს ჩაიარა კვარაცხელიამ და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ქალბატონს, შეაგინა, რის შემდეგაც მიიღო პასუხი ნიკა შაყუკაშვილისგან, რომელიც იქვე იმყოფებოდა.  შემდეგ კვარაცხელიას მხრიდან მოხდა ნიკას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა. ნიკამ კვერცხი ესროლა და ამის შემდეგ, ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქაცარავამ.

ქაცარავას თქმით,  ვალერი კვარაცხელია ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ხოლო ნიკა შაყულაშვილი უკვე გაათავისუფლეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ადგილზე სულ სამი პირი დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics