22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 12:10:26, 1575 ნახვა

კომენტარი
„თუ მკაცრი პოლიტიკით შესაძლებელია ნარკომოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, უფრო ლიბერალური თუ შეუწყობს ხელს, წავალთ მეორე მხარეს“

"თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი ნარკომომხმარებლის შემცირება წავალთ აქეთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ამას ხელს, წავალთ მეორე მხარეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია შემცირდეს ნარკომოხმარება და იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა.

„ჩვენ ოთხი კვირით გავაგრძელეთ შესაბამისი კანონპროექტის განხილვის ვადა, მოგეხსენებათ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს არსებითი აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენი ამოცანაა, შევაჯეროთ პოზიციები და ეს უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, იმისთვის, რომ სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე მოვახერხოთ შესაბამისი კანონპროექტის მიღება. მმართველი გუნდი აპრიორი არც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ იხრება და არც ლიბერალიზაციისკენ. ჩვენთვის მთავარია, შემცირდეს ნარკომოხმარება და იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics