22:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 23:26:31, 1536 ნახვა

კომენტარი
„როდესაც სამართალდამცველები ქმნიან სტატისტიკას და პრეზიდენტს არ აწვდიან, ეს მათი პოლიტიზაციის ხარისხზე მეტყველებს“

„როდესაც სამართალდამცველები დანაშაულის სტატისტიკას ქმნიან და პრეზიდენტს არ აწვდიან, ეს მათი პოლიტიზაციის ხარისხზე მეტყველებს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის“ ეთერში, შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 3 კვირაა შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს დანაშაულის სტატისტიკას, რათა შეწყალების კომისიის მხრიდან მისი შესწავლა მოხდეს.

„შეწყალებასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არ არის შავი პიარი, ეს არის პროპაგანდა. როგორ უნდა შევაფასოთ ჩემ მიერ შეწყალება, ამის მაგალითი იყო ის შპარგალკა, რომელიც „იმედის“ ეთერში გამოჩნდა - მავნებელი მარგველაშვილი, რაღაცა რიცხვები, რომ ამდენის შეიწყალა ამდენმა ჩაიდინა დანაშაული და ასე შემდეგ.  სამი კვირაა ღიად ვითხოვ, რომ ეს სტატისტიკა იქნას მოწოდებული, რათა ანალიზი გავაკეთოთ, რომელი დანაშაული მეორდება, რა არის უფრო საშიში. ეს სტატისტიკა ჩვენთვის ჯერჯერობით არავის მოუწოდებია. მე ვსაუბრობ იმ უწყებებზე, რომლებმაც შექმნეს ეს სტატისტიკა, ვიღაცებს ჩაუდეს მესიჯბოქსში და ჩემამდე არ მოაქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. გარდა იმისა, რომ ეს საერთო პროპაგანდის ნაწილია, სხვა პრობლემაა, როდესაც შენი სამართალდამცველები ამ სტატისტიკას ქმნიან და შენ არ გაწვდიან, ეს მათი პოლიტიზაციის ხარისხზე მეტყველებს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics