22:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 15:22:03, 613 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ოქროპილაურის მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად ოქროპილაურის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, სოციალურ პროგრამებზე და სიახლეებზე ესაუბრა.

მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და მათთან ერთად დასახა მოგვარების გზები.რიგი საკითხი შეხვედრის მსვლელობის დროს გადაწყდა.

აღინიშნა და მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ოქროპილაურის სარწყავი არხის აღდგენის თაობაზე, რაც მათივე თქმით 3 წელი არ მუშაობდა და მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შევიდა ექსპლუატაციაში.

მერის ინიციატივით, სოფლის და მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მალე დაიწყება მუშაობა ოქროპილაურის ახალი კაპიტალური ხიდის საპროექტო სამუშაოებზე.

მისივე განცხადებით ქროპილაურში დაგეგმილია და მალე დაიწყება პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics