21:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 10:56:30, 669 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ბათუმში პარვიზ ისმაილზადასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები და მათი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას და რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში.

ზურაბ პატარაძის თქმით, დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, რომელიც შექმნის პირდაპირ სარკინიგზო კავშირს ევროპასა და აზიას შორის. ყოველწლიურად მზარდია აზერბაიჯანიდან ტურისტების რაოდენობა და იგი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულთან საინვესტიციო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას გაუსვა ხაზი. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის უფრო მეტი კონტაქტების დასამყარებლად ერთობლივი ეკონომიკური ფორუმების ჩატარება დაიგეგმა. საუბარი შეეხო ასევე აზერბაიჯანიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების საკითხს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics