|
2018-05-03 11:36:40, 618 ნახვა
რეგიონი
წყალსადენით ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობა ისარგებლებს
შუახევში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ინწკირვეთის მთის გორის ძირიდან სოფელ ჩანჩხალოს და ნიგაზეულის წყალმომარაგების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს შპს ,, უნივერსალ ჯორჯია 2008 “ ასრულებს. წალმომარაგების მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებზე 3 247 998 ლარია გამოყოფილი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2018 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. დასრულებული პროექტით ისარგებლებს ორი სოფლის ჩანჩხალოს და ნიგაზეულის მოსახლეობა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა - შედუღებითი სამუშაოები და წყლის რკ/ბეტონის რეზერუარის მოწყობა. პროექტზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)