20:27 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 10:37:31, 1633 ნახვა

საზოგადოება
მეტროს მემანქანეები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან. 

როგორც მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013″-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა, ისინი  სასამართლოს განჩინებას ემორჩილებიან,  რომლის მიხედვითაც გაფიცვა 30 დღით გადავადდა. 

მისი თქმით,  ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევში თუ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა და დედაქალაქის მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მუშაობას შეაჩერებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა,რომ 3 მაისს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას.

„ამ ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ – დედაქალაქის მთავრობა და მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics