21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 17:37:39, 760 ნახვა

რეგიონი
შუახევში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა ჩატარდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.

დღეს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადას შუახევმა უმასპინძლა.

კულტურის ცენტრის დარბაზში ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ნომრებით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის გუნდები წარსდგნენ.

მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულები მონაწილეობას ოლიმპიადის მეორე ეტაპზე მიიღებენ, რომელიც ჩატარდება 5 მაისს ქედის კულტურის ცენტრში, ხოლო ოლიმპიადის მესამე ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 8 მაისს სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.

ოლიმპიადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა ჩატარდა.

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics