|
2018-05-02 11:40:03, 1560 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფს
თბილისის მერიამ ახალი ქვეპროგრამა დაიწყო, რომელიც სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, დაფინანსებას მიიღებენ ის სპორტული ფედერაციები და სპორტული კლუბები, რომელთა საქმიანობა სოციალური მიზნების განხორციელებისკენ არის ორიენტირებული. პროგრამის ბიუჯეტი 600 ათას ლარს შეადგენს. „როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, თუმცა სპორტული ცხოვრება სხვა წარმატებების საწინდარია, ამიტომ მერია აქტიურ მუშაობას იწყებს მასობრივი სპორტისა და სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი ფედერაცია გვაქვს, მაგრამ მათ არ აქვთ იმის ელემენტარული შესაძლებლობა, რომ ეკიპირებით და სპორტული ინვენტარით იყვნენ აღჭურვილნი. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან იქნება თანადგომა. ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბების და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებას, მასობრივი სპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით მეტი წარმატების მომსწრენი გავხდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, 320 ათას ლარს შეადგენს. ეს სახეობებია: სამბო, კრივი, საცხენესნო, სროლა, ჭიდაობა, ჩოგბურთი, ფრენბურთი.
(NS)
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)