|
2018-05-01 20:03:55, 2546 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ პრეზერვატივ „აიისას“ რეკლამის კანონიერებაზე იმსჯელებს
ხვალ, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ი/მ ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს, რომლითაც მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას" შეფუთვა და მისი რეკლამა არაეთიკურია. თბილისის მერია მოითხოვს როგორც პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით), ასევე მისთვის მოვალეობის დაკისრებას, უარი თქვას შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენებაზე. ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მიიჩნევს, რომ „აიისას" მიმართ თბილისის მერიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი არის დაუსაბუთებელი და გამოცემულია სათანადო გამოკვლევის გარეშე. „ოქმში არაფერია ნათქვამი ადრესატის კონკრეტულად რომელი ქმედება (რომელი რეკლამა ან შეფუთვა) მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ არაეთიკურად ან რაში გამოიხატა თავად ქმედების არაეთიკურობა. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წარმოებული სამართლებრივი პროცესი ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციითა და მის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Sekmadienis LTD v. Litunia სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტის დაჯარიმება კომერციული მიზნებით იესოს და მარიამ ღვთისმშობლის შედარებების გამოყენებისთვის, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გამოხატვას ვინმეს რელიგიური გრძნობა რომც შეელახა, არ შეიძლება რომელიმე ხედვის ან იდეოლოგიის სავალდებულოდ გამოცხადება და ინდივიდზე თავსმოხვევა, ხოლო სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი უფლება, ჩამოაყალიბოს შეხედულებათა სავალდებულო სისტემა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით", ხოლო „დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად." საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას." აღნიშნულ დავაში ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) წარმოადგენს და მას სრულ სამართლებრივ დახმარებას საერთო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლშიც, გაუწევს“, - ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)