|
2018-05-01 11:06:22, 2073 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სოფრომაძე აღნიშნულ პოზიციაზე მიხეილ დუნდუამ შესცვალა. იგი ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ცნობისთის, ჯანდაცვის მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო. ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)