|
2018-04-30 14:11:09, 1442 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება
ნაძალადევის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. სანზონაში, ქვიშხეთის ქ. „ა“ კორპუსთან ფიტნეს ზონა, გუდამაყრის ქუჩაზე კი ახალი კალათბურთის მოედანი მოეწყო, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერწოს ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის კომბინირებულ სტადიონს. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, მიხეილ ყაველაშვილთან და ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა. „სპორტული სივრცეების მოწყობა-განახლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზაციას და მსგავსი პროექტები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება,” - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. სანზონის გარდა, სავარჯიშო მოედანი ზღვის უბნის III მიკრორაიონის პირველ კვატრტალშიც მოეწყო. თითოეულ ფიტნეს ზონაში 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 113 547 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)