19:26 - 29 Jul, 2026
|
2018-04-30 13:12:35, 1656 ნახვა
საზოგადოება
NDI-ს კვლევის თანახმად, ეკლესიის საქმიანობას დადებითად კიდევ უფრო ნაკლები მოქალაქე აფასებს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად კიდევ უფრო ნაკლები მოქალაქე აფასებს. კვლევის მიხედვით, თუ 2015 წელს ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა დაახლოებით 75% აფასებდა, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი შემცირდა და მარტის თვის გამოკითხვის თანახმად, 56% შეადგინა. აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)