19:26 - 29 Jul, 2026
|
2018-04-30 13:00:48, 1539 ნახვა
საზოგადოება
NDI - კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი ნდობა პოლიციას აქვს, ყველაზე ნაკლები კი, პარლამენტს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 16% პოლიციას ენდობა. ამავე კვლევის თანახმად, ნდობის კუთხით, მეორე ადგილს განათლების სისტემა იკავებს (12%-ით), ხოლო ყველაზე ნაკლები ნდობით ქვეყნის პარლამენტო სარგებლობს, რომელმაც 7% დააგროვა. რაც შეეხება საჯარო საქმიანობის შეფასებას, მოქალაქეები ყველაზე კარგად იუსტიციის სახლების (47%), ჯარისა (47%) და ეკლესიის (39%) საქმიანობას აფასებენ, ყველაზე ცუდად კი, პროკურატურის, სასამართლოებისა და პარლამენტის საქმიანობას. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 30 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში სულ 2 194 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)