18:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:50:21, 1709 ნახვა

კომენტარი
ვეს მიტჩელი: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა

ზაფხულში აღინიშნება კიდევ ერთი თარიღი - 10 წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში; ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიტჩელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად გმობს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციას. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოა! ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics