|
2018-04-29 12:51:54, 1601 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა ისე მოაწერა ხელი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ექსპერტებმა ვერ დააკონკრეტეს, საქმეში არსებული რომელი დანით რა ჭრილობაა მიყენებული. ზაზა სარალიძეს თქმით, ექსპერტმა ექსპერტმა ბოდიში მოიხადა, რადგან შეეშალა და დასკვნაში მეთერთმეტეს ნაცვლად, მე-13 ჭრილობა დაწერა. „ექსპერტმა სასამართლოს ბოდიში მოუხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მექანიკური შეცდომა იყო დასკვნაში დაწერილი. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ჭრილობა, მათ შორის ის 11-ე ჭრილობა, რომელიც ჩემი შვილის სხეულზე იყო მიყენებული. დასკვნის თანახმად, ამ ჭრილობებზე გამორიცხავს ექსპერტი კონკრეტული დანით მოქმედებას. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მეთერთმეტეს ნაცვლად მე-13 უნდა დაეწერა. მექანიკური შეცდომაა, საგანგაშო არაფერი, მაგრამ ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა ისე მოაწერა ხელი. გუშინ ორი ექსპერტი დაიკითხა, ერთი რომელმაც ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის ტანსაცმელი გამოიკვლია და მეორე ექსპერტი, რომელმაც დანებთან დაკავშირებით დადო დასკვნა. ვერც ერთმა კონკრეტულად ვერ დაასახელა საქმეში არსებული დანების ზუსტი გამოყენება, მითუმეტეს, რომელ ჭრილობაზე რომელი დანა იყო გამოყენებული. არც ადასტურებენ და არც გამორიცხავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია ამ დანებით იყო მიყენებული ჭრილობები ან მსგავსი პერიფერიების მქონე სხვა იარაღით. ექსპერტმა თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა, რომ დაედგინა თუ რომელ ჭრილობაზე რომელი იარაღი იყო გამოყენებული“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)