04:52 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 12:07:03, 529 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რიგის სამიტის შედეგებს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რიგის სამიტის შედეგებს გამოეხმაურა. 
როგორც აღნიშნული დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები მხარს უჭერს  ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან და მოლდოვასთან. 
 "შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ბელარუსთან," –ნათქვამია განცხადებაში. 
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით,  ვაშინგტონი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიას, ეფექტურ მმართველობას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics