18:16 - 29 Jul, 2026
|
2018-04-27 14:27:37, 1714 ნახვა
საზოგადოება
ზესტაფონის ქუჩაზე კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ზესტაფონის ქ. N18ა-ს მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსების მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. „აღნიშნულ მისამართზე კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, წლების განმავლობაში ექმნებოდა დისკომფორტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს კეთილმოწყობილი გზით და წვიმიან ამინდში მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 1300 კვ.მ ფართობზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)