|
2018-04-26 16:54:52, 1746 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვას დაესწრო
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გადმოსვენება წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)