17:25 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 14:50:54, 1794 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ძალიან დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე მიდის საუბარი

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვლის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება ახალი და პოზიტიური იმპულსია.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

"მმართველი პარტიის გაძლერება ნიშნავს ქვეყნის გაძლიერებას. ეს ჩვენ ძალიან წაგვადგება. ძალიან დიდი ხანია, რაც ამაზე მიდის საუბარი და ეს ახალი არ არის. ბატონი ბიძინა საბოლოოდ დათანხმდა ამ წინადადებას. კარგია, რომ ეს საზოგადოებისთვის ყრილობამდე გახდა ცნობილი. საუბარი არ არის გადარჩენაზე, საუბარია ახალ ტალღაზე რომელიც გააძლიერებს მმართველ პარტიას ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით. არჩევნებდან არჩევნებამდე პარტია ძლიერდებოდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის და სწორი მენეჯმენტისთვის და იმისათვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი რესურსი გამოიყენოს მისივე დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისთვის, ამიტომ დაეთანხმა ჩვენს შეთავაზებას",-განაცხაფა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics