|
2018-04-26 14:03:13, 1710 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: არავის გადაყენება და გაშვება არ იგეგმება
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არავის გადაყენება არ იგეგმება. როგორც კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც გადაწყდება, ვის რა ფუნქცია ექნება. "არავის გადაყენება არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გაშვება არ იგეგმება. როგორც გითხარით, ყველაფერს აქვს თავისი წესი და შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ამ წესის შესაბამისად. პოლიტსაბჭო იმსჯელებს და რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, შემდეგ ეს ყველაფერი წარდგენილი იქნება ყრილობაზე. ყრილობა გაიმართება ალბათ, მაისის დასაწყისში. ვინ იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები, ამასაც უახლოეს მომავალში გაიგებთ. დღეს იყვნენ ბიუროს წევრები ძირითადად წარმოდგენილი. უახლოეს დღეებში ასევე გაიმართება უმრავლესობის სხდომა", - განაცხადა თბილისის მერმა. მანვე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობდა. "ამაზე საუბარი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. პრემიერს არაერთხელ ჰქონია შეთავაზება და საუბარი მის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მემგონი ძალიან კარგია ეს გადაწყვეტილება ზოგადად, წაადგება ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობას", - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)