01:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 18:09:45, 1358 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი: საქართველომ თავისი მოქმედებებით უნდა განსაზღვროს, როდის მიიღებს ვიზალიბერალზიაციას

"უკრაინასა და საქართველოზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ თავისი მოქმედებებით, როდის მოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დრო",-ამის შესახებ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა საქართველოსა და უკრანიასთან ვიზა-ლიბერალიზაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა არიან  ლიდერები იმ კუთხით, რომ  ვიზა-ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, მიზნებს მიაღწიონ.
"საქართველო და უკრაინა გახლავთ ლიდერები იმისთვის, რომ მიაღწიონ მიზნებს ვიზა-ლიბერალისზაციის თვალსაზრისით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ისევ უკრაინასა და საქართველოზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ თავისი მოქმედებებით, როდის მოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დრო. ჩვენ ასევე, ჩვენი თანამშრომლობით სარგებელი უნდა მოვუტანოთ ამ ქვეყნების საზოგადოებებს. დასკვნის თვალსაზრისით მოგახსენეთ,  ევროპული პარტნიორობა ხანგრძლივი პარტნიორობაა, ის ისევე როგორც რიგის სამიტი არ გახლავთ გოლიათური, უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმის ფორუმი. ჩვენი მთავარი პლატფორმაა თანასწორობა, თავისუფალი ნების პატივისცემა და ჩვენი პარტნიორობა წინ წაიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ ისე, როგორც აშენდა ევროკავშირი," - განაცხადა დონალდ  ტუსკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics