|
2018-04-24 14:37:38, 2027 ნახვა
საზოგადოება
ქართველი რესტავრატორები პოლონეთში დაცული ქართული ხელნაწერების სარესტავრაციო გეგმაზე მუშაობენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრატორები კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების დაზიანების ხარისხს სწავლობენ, რის შემდეგაც სარესტავრაციო მეთოდიკასა და გეგმას შეადგენენ. ქართველი რესტავრატორები პოლონეთში კრაკოვის ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული არქივის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, რათა ქართულ ხელნაწერთა სარესტავრაციო და საკონსერვაციო საჭიროებები განსაზღვრონ. ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში, რომელიც ცოტა ხნის წინათ გახდა კრაკოვის ეროვნული მუზეუმის საკუთრება, XI-XVIII საუკუნეების 11 ქართული ხელნაწერია დაცული. მათ შორის სამი ეტრატზეა შესრულებული. წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ხელნაწერი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ექვსმა მეტნაკლები სიმძიმის დაზიანებებით მოაღწია ჩვენამდე. ქართველი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ ქართული და პოლონური მხარეები ხელნაწერთა რესტავრაციის დეტალებზე შეთანხმდებიან.
(NS)
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)