16:22 - 29 Jul, 2026
|
2018-04-24 14:32:32, 1976 ნახვა
საზოგადოება
პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებულია
თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება (IBSA JUDO WORLD CUP) ქართველი ძიუდოისტის, ზვიად გოგოჭურის გამარჯვებით დასრულდა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირზე, რომელიც 19-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა - გიორგი გამჯაშვილმა(66კგ), ბაჩუკი შელიამ (73კგ), გიორგი ბერიძემ (81კგ), ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს. ქართველმა პარალიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. საქართველოს პარაძიუდოს დელეგაცია სამშობლოში დღეს, 23:00 საათზე დაბრუნდება.
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)