|
2018-04-24 12:54:54, 1585 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძე გენდერის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კონფერენციას, სახელწოდებით „გენდერის საკითხები ურბანულ მმართველობასა და ტრანსპორტის სფეროში“ დაესწრო. მაია ბითაძის განცხადებით, კონფერენციის მთავარი მიზანი ურბანული განვითარების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალთა როლის გაძლიერებაა. „აზიის განვითარების ბანკთან ერთად თბილისის მერიამ რეგიონის მასშტაბით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა უზრუნველყო, რომლის მთავარი მიზანი იყო ქალთა როლის გაძლიერება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ურბანული განვითარება. მოგეხსენებათ, ორივე ძალიან აქტუალურია და აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებით ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს თბილისს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. ორდღიანი კონფერენცია თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია გენდერული საკითხების განხილვა ურბანული განვითარებისა და სატრანაპორტო სფეროში, ასევე, სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება, რათა გენდერული საკითხები ინტეგრირდეს ქალაქის ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებასთან. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მომუშავე ქალები. ღონისძიებას, ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა სამსახურის უფროსი ანდრია ბასიალაია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი ესწრებიან.
(NS)
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)