|
2018-04-23 17:03:20, 1764 ნახვა
საზოგადოება
დღეს ილია ვეკუას 111 წლის იუბილე აღინიშნა
23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერისა და აკადემიკოსის ხსოვნას. ილია ვეკუას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნება ზუგდიდში მდებარე მისივე სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საგანგებო შეხვედრები, კონკურსები და ოლიმპიადა. მოსწავლეები შეხვდებიან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განათლების დოქტორებს რეზო გულუას და ოთარ გუგუჩიას, კვირეულის ფარგლებში გამოვლინდებიან ნორჩი მათემატიკოსები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლიდან დიდი მეცნიერის პატივსაცემად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ყოველწლიური სტიპენდია.
(NS)
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)