|
2018-04-23 14:48:54, 1478 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს. „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასცემს. 2017 წელს, სამინისტრომ საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო და ინფორმაციული გარემო - ინტეგრაციის ცენტრი დაარსა. კონკურსის მიზანია გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირება და საგანმანათლებლო კურსების წარმართვა უზრუნველყოს: • ქართული ენის კურსი; საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 მაისი, 18:00 საათი. მისამართი: თამარაშვილის ქ. N 15ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ბმულზე იხილეთ დანართის სახით მოცემული დოკუმენტები: http://mra.gov.ge/geo/news/show/189/10697
(NS)
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)