|
2018-04-22 12:57:29, 2000 ნახვა
საზოგადოება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია. „გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი მომავალი. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში. უკვე მეორე წელია ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიება ტარდება და აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესია მდგომარეობაა", - განაცხადა მაია ბითაძემ. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით , „დედამიწის დღე“ ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით, მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს. "დღეს მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია „პლასტიკის ერის დასასრული“, რათა გადავარჩინოთ და გავათავისუფლოთ დედამიწა პლასტიკისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ თბილისში ამ აქციას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური საქართველოსთვის“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ. 2018 წელს "დედამიწის დღის" დევიზია „პლასტიკის ერის დასასრული". დღეს დასუფთავების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. „დედამიწის დღე“ პირველად მსოფლიო მასშტაბით 1970 წელს აღინიშნა.
(NS)
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)