15:31 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 17:03:36, 2295 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ჩაის ფესტივალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა

ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი, მთაწმინდის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის ჩაის ფესტივალი“ სამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის მიერ არის ორგანიზებული.

ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება.

„დღევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია ჩაის და თაფლის სეგმენტი, მონაწილეობას იღებენ ჩაის იმპორტიორებიც. ფესტივალი აჩვენებს თუ როგორი პროგრესია ყოველ წლიურად ამ სფეროში, ჩნდებიან ახალი კომპანიები და ვითარდებიან უკვე არსებულები. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე რეგიონში ამ დარგის აღორძინებას,“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2005 წლიდან ის ყოველ წლიურად მეტ მონაწილეს აერთიანებს და დარგის პოპულარიზაციას ახდენს. 

ფესტივალში 10–მდე ქართული კომპანია და ასევე, უცხოელი მწარმოებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები.

„თბილისის ჩაის ფესტივალში“ მონაწილეობა მიიღეს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ასევე საქართველოში აკრედიტირებულმა საელჩოების წარმომადგენლებმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics