03:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 14:17:37, 492 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: მნიშვნელოვანია, დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას

„მოლოდინი არ შეცვლილა, 2015 წელი საქართველოსთვის ევროპასთან  უვიზო მიმოსვლის წელი იქნება“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში უვიზო მიმოსვლის თაობაზე კონკრეტული ვადა აისახოს.

ამასთან, თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია იმ პრობლემების ადეკვატური იქნება, რომელიც აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნებს აქვს.

„დღეს დილიდან პრემიერ-მინისტრი მართავს შეხვედრებს, ვფიქრობ საბოლოო პასუხი ამის დასრულების შემდეგ  გვექნება. მოლოდინი  არცერთი წამით არ შეცვლილა. ის ძალიან ოპტიმისტურია, რომ 2015 წელი საქართველოსთვის იქნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი,  ეს იქნება 21 ან 22 მაისს რიგაში,  თუ  პირობითად 27- 28 ოქტომებრს რომელიმე სხვა ქალაქში  არამგონია ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი იყოს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  დეკლარაციაში  აისახოს კონკრეტული ვადა, რაც არის ჩვენი მხარის მოთხოვნა იმისათვის, რომ მოლოდინი არ იყოს რაღაც უსასრულო და დაუმთავრებელი.  რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ჩემდა სამწუხაროდ აღმოჩნდა, ყირიმი რომ ანექსირებულია  თურმე ამაზეც აქვთ ქვეყნების ნაწილს პრობლემა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება გაზიარებული ევროკავშირის მხრიდან და დეკლარაცია   ადეკვატური იქნება  იმ პრობლემების,  რომელიც აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნებს აქვთ.  აფახზეთსა და სამხრეთ ოსეთზე  საუბარიც არ არის თუ კი ვინმეს ყირიმის ანექსიასთან აქვს პრობლემა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics