|
2018-04-20 14:20:16, 1774 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: შშმ პირთა დასაქმება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, მინიმალურია
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროგრამების არსებობა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება. „მოგეხსენებათ, დასაქმება ყველაზე მწვავე პრობლემაა საქართველოში, ხოლო შშმ პირებისთვის, დამატებითი ბარიერი არსებობს დასაქმების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ისინი ნამდვილად ვერ მუშაობენ ეფექტურად. საჯარო სექტორში შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, ძალიან დაბალია. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შშმ პირი. უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც. კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობამ 2017 წელს მხოლოდ 101 შეადგენდა, ასევე პრაქტიკულად წარმოუდგენელია კონკურსის საფუძველზე შშმ პირთა დასაქმება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტისა და სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. გარდა ამისა, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას არამომგებიანს ხდის. „შშმ პირებს აქვთ დამატებითი ტექნიკური ბარიერი, როგორც ტრანსპორტის ადაპტირების, ასევე შენობა–ნაგებობების ადაპტირების თვალსაზრისით. დამატებითი ბარიერები ექმნებათ ეფექტური განათლების ხელმისაწვდომობის მხრივაც“, – განაცხადა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს შეიძლება შეუწყდეს სახელმწიფოს შემწეობა, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებისას, შშმ პირს სოციალური პაკეტი უწყდება.
სალომე უბირია
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)