|
2018-04-17 17:48:55, 1837 ნახვა
კომენტარი
ბაია პატარაია: სანამ სკოლებში არ ასწავლიან რა არის ოჯახი და პატივისცემა, მანამდე პრობლემა ვერ მოგვარდება
„ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია ოჯახში ძალადობის კუთხით კანონის გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც პატარაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკანონმდებლო ხარვეზები არ იკვეთება, თუმცა კანონის აღსრულების კუთხით, მექანიზმი დასახვეწია. „ჩვენ საკანონმდებლო ხარვეზებს ვერ ვხედავთ. მთავარია კანონის აღსრულება. მექანიზმები არის დასახვეწი და პოლიციელების კვალიფიკაცია არის ასამაღლებელი. კარგი იქნება, რომ ოჯახში ძალადობის კუთხით სპეციალიზირებული პოლიციელები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა განყოფილებაში ჰყავთ ორი ადამიანი გადამზადებული, მაგრამ სინამდვილეში ამ ორი ადამიანის კვალიფიკაცია მაინც არ ვარგა და ამ კუთხით არის სამუშაო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა დანერგოს და აღასრულოს რისკების შეფასება. დღეს ვერ აფასებს რისკებს წესიერად და ვერ ხვდება, რომელი ადამიანი უნდა დააკავოს და რომელს უნდა გამოუწეროს ორდერი. უნდა განასხვაოს რისკების შეფასებით და ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს არა კანონმდებლობის, არამედ აღსრულების პრობლემაა“, - აცხადებს პატარაია. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორ აპრილს გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით შსს-მ 855 პირი დააკავა, ხოლო შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცა, პატარაია დადებითად აფასებს. მისი თქმით, სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და ეს ახალი დეპარტამენტის მუშაობის შედეგია. პატარაია ასევე აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებაში განათლების სამინისტროც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. „ახალი დეპარტამენტი კარგად მუშაობს, ვეკონტაქტებით აქტიურად და მათი მუშაობით კმაყოფილები ვართ. წელს არის ძალიან დიდი ზრდა სტატისტიკის, რომ შევფასოთ წინა წლებთან შედარებით. ახალი დეპარტამენტის მუშაობის შედეგი კარგია, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებს უკვე ჩადენილ დანაშაულზე და ჩვენ გვაკლია დანაშაულის პრევენცია. აუცილებელია ოჯახებთან და მოძალადეებთან მუშაობა. სოციალური მუშაკები არ მუშაობენ ძალადობის მსხვერპლ ოჯახებთან. სხვა სამინისტროებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში, განსაკუთრებით განათლების სამინისტრო. სანამ მენტალიტეტი არ შეიცვლება და სკოლებში არ ასწავლიან რა არის ოჯახი და პატივისცემა, მანამდე არ გვეშველება. განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის რეფორმას არ ატარებს, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვერ იქნება ამ პრობლემის მოგვარება დამოკიდებული“, - აცხადებს ბაია პატარაია. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის დედის, ნათია გობაძის ყოფილი ქმარი, 46 წლის ვეფხია ბაქრაძეა, რომლის სახელზეც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. აღსანიშნავია, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. მას პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, სასჯელის ვადა შეუმცირდა და საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)