17:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 13:40:24, 621 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეკლამა უკვე ევრონიუსის ეთერითაც გადაიცემა

BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე  ევრონიუსზე ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.

სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა. ჟურნალისტები აჭარას აპრილის დასაწყისში სტუმრობდნენ.

ევრონიუსის ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე შემოდგომაზე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ეწვევიან. პარალელურად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აგრძელებს ტელეკომპანიებთან „დოიჩე ველე“ და ‘CNN”, სადაც ასევე იგეგმება რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვება.

„ჩვენ დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა BBC-სა და უკვე ევრონიუსის ეთერით, რაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. პარალელურად ვგეგმავთ აჭარის საიმიჯო ვიდეო რგოლების გაშვებას საერთაშორისო ტელეკომპანიების დოიჩე ველესა და CNN-ის ეთერით. ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა უკვე სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში, მაგალითად პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გარდა ამისა, ვიწყებთ აქტიურ ინტერნეტრეკლამასა და გარერეკლამას 16 სამიზნე ქვეყანაში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები არის კომპლექსური და მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. ჩვენი 2018 წლის სარეკლამო აქტივობები 16 სამიზნე ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა და ვიმედოვნებთ, რომ მისი შედეგი რეგიონში ტურისტების ზრდა იქნება”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიაზე ევრონიუსმა იმუშავა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics