|
2018-04-13 14:40:16, 1316 ნახვა
საზოგადოება
16 აპრილიდან თბილისის საგუნდო მუსიკის მერვე ფესტივალი დაიწყება
16 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით თბილისში საგუნდო მუსიკის მერვე ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც ორგანიზატორებმა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე და მონაწილე გუნდებზე ისაუბრეს. ფესტივალში 7 უცხოური და 23 ქართული საგუნდო კოლექტივი მონაწილეობს. 250 უცხოელი არტისტი თბილისს საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწვევა, ხოლო ფესტივალის მონაწილეთა საერთო რიცხვი დაახლოებით 900 ადამიანს შეადგენს. საგუნდო მუსიკის ფესტივალი პირველად 2011 წელს ჩატარდა ეროვნული მუსიკალური ცენტრის ბაზაზე, ხოლო მიღწეული შედეგებისა და წარმატების შემდეგ, 2013 წელს თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი“. ფესტივალის მიზანია ქართული საშემსრულებლო საგუნდო ტრადიციების შენარჩუნება და საგუნდო კოლექტივების ხელშეწყობა. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ასევე, ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებების პოპულარიზაცია, რასაც მისი მზარდი საერთაშორისო მასშტაბიც უწყობს ხელს. საფესტივალო კონცერტები ჩატარდება ეროვნული მუსიკალური ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მცირე, უნივერსტიტეტის სააქტო დარბაზებში, ასევე, თბილისის მუზეუმში „ქარვასლაში“. ფესტივალის საერთო ბიუჯეტი 83000 ლარია, აქედან მერიის დაფინანსება 60 000 ლარს შეადგენს. ფესტივალის სპონსორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
(NS)
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)