|
2018-04-12 12:54:25, 1787 ნახვა
საზოგადოება
ქაშვეთის ეკლესიაში ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს (ვიდეო)
ქაშვეთის ეკლესიაში ცნობილი ქართველი მსახიობის ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობის ოჯახის წევრებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ. მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის თქმით, ლეილა აბაშიძე გენიალური მსახიობი იყო და მისი შემოქმედება მუდამ დარჩება ქართულ კინო ისტორიაში. „ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა ინტერვიუს თაობაზე დამირეკეს და მე მათ ასეთი რამ ვუთხარი, საქართველოში მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა კვდები“, - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ. ქაშვეთის ეკლესიაში ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს ელოდებიან. ლეილა აბაშიძეს დღეს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, ლეილა აბაშიძე 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 14 თებერვალს ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)