03:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 14:55:59, 474 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე: უსამართლობის გამოსწორება არ უნდა მოხდეს ხისტი მექანიზმებით, რომელიც ახალი უსამართლობის გაჩენის საფუძველი გახდება

„უსამართლობის გამოსწორება არ უნდა მოხდეს ისეთი ხისტი მექანიზმებით, რომლებიც ახალი უსამართლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ძველ საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმის გაჩენას ითვალიწინებს. 
მისივე თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციის გაზიარება სავალდებულო არაა.
 „ეს ზოგადი რეკომენდაციაა, რომელსაც ყველა ვეთანხმებით, მაგრამ სამართლებრივ მექანიზმზე ჯერ ვერ შევთანხმდით. მექანიზმი, რომელიც შეიქმნება, თუ ეს რეკომენდაცია იქნება გაზიარებული, უნდა იყოს ისეთი, რომ მან არ უნდა დააზარალოს მართლმსაჯულების სისტემა ან ზოგადი პრინციპები. ძალიან ფაქიზი თემაა. ერთი მხრივ ჩვენ უნდა ვეცადოთ უსამართლობის გამოსწორებას, მეორე მხრივ უსამართლობის გამოსწორება არ უნდა მოხდეს ისეთი ხისტი მექანიზმებით, რომლებიც ახალი უსამართლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს. ჩვენ გვინდა ოპტიმალური მექანიზმი, რომლითაც შევეხებით წარსულ მოვლენებს, კანონში შესულ გამამტყუნებელ განაჩენებს და შევეცდებით იქ ვითარების გამოსწორებას და ამის სამართლიანად შემობრუნებას. ეს ძალიან რთულია, რადგან სამართლებრივი სისტემა ამაზე არაა მორგებული. მეორეს მხრივ, ჩვენს გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ სამართლიანობისთვის ვიბრძოლოთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics