22:03 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 17:06:15, 2116 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, 500-მდე ადამიანი მოიწამლა

სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, საავადმყოფოებს მოწამვლის სიმპტომებით დაახლოებით 500-მა ადამიანმა მიმართა. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ორგანიზაცია სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის ადგილის დათვალიერებას ითხოვს.

ორგანიზაციის დაუზუსტებელი მონაცემებით, სირიაში თავდასხმისას 70 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 43-ს ქიმიური მოწამვლის ნიშნები ჰქონდა.

მათი თქმით,  პაციენტებს  ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები აღენიშნებოდათ.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics