|
2018-04-10 10:58:41, 1444 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს
დედაქალაქის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით,საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს. ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ, წელს ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 2018 წლის 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს თუმცა, გვინდა, რომ ეს მოვლენა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლოს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას. ამიტომ, თბილისის მერია იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის - ე.წ. „მეტრომანის“ დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს „მეტრომანის“ ესკიზის გამოგზავნა24 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.დიზაინის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას უნდა ასახავდეს. შემოსულ ესკიზებსკომისია შეაფასებს და 25 აპრილს10 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს. გამარჯვებული ავტორის ვინაობა5 მაისს, „მეტროსადგურ „რუსთაველში“ გახდება ცნობილი, სადაც „მეტრომანის“ საუკეთესო ესკიზების ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა. შერჩეული ესკიზის ავტორი სიმბოლურ ჯილდოს მიიღებს, ხოლო მისი მიერ შექმნილი დიზაინით დაბეჭდილი „მეტრომანი“ იმავე დღესჩაეშვება გაყიდვაში.
(NS)
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)