|
2018-04-09 11:34:39, 1364 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ლევან იზორიას განცხადებით, 9 აპრილი ჩვენი ერის ერთსულოვნებისა და თავისუფლების იდეის გარშემო კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითია. „9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 9 აპრილს დაღუპულმა ახალგაზრდება გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის დაშლა და დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. დღესაც და მომავალშიც ჩვენს თავისუფლებასა და მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვიყოთ ერთსულოვანნი ყველა ქართველისთვის სანუკვარი იდეის - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გაშემო“, - განაცხადა ლევან იზორიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვანს პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა. 29 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.
(NS)
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)