|
2018-04-05 14:04:25, 1174 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს
იუსტიციის სამინისტრო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის − არბიტრაჟის დასანერგად მუშაობას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ ალექსის მურს ხვდება. შეხვედრაზე საარბიტრაჟო კანონმდებლობას და საარბიტრაჟო სისტემის ჩამოყალიბების პრაქტიკულ საკითხებს განიხილავენ. „საარბიტრაჟო წესით დავების განხილვის შესაძლებლობის დანერგვა საქართველოში სასამართლო რეფორმის ნაწილია. არბიტრაჟი, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს, სწრაფად, მარტივად და ნაკლები ფინანსური დანახარჯით გადაწყვიტოს ურთიერთშორის არსებული დავები, მეორე მხრივ კი, განტვირთავს სასამართლო სისტემას საქმეებისაგან. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრო კომერციული არბიტრაჟის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და სანდო ორგანიზაციასთან − საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობს. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც „ICC"-სა და საქართველოს წარმომადგენლები არბიტრაჟის სისტემის დანერგვისათვის მნიშვნელოვან საკითხებსა და პრინციპებზე მსჯელობენ. შეხვედრა თეა წულუკიანსა და ალექსის მურს შორის სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. საქართველოში სანდო და პოპულარული საარბიტრაჟო სისტემის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის, ისე უცხოელი ინვესტორებისათვის; ამასთან ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, გადაიქცეს რეგიონულ ცენტრად დავების არბიტრაჟისა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით დავების გადაწყვეტის კუთხით. 2015 წლიდან, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული ცვლილებებით, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა "UNCITRAL"-ის მოდელურ სამართალთან, აგრეთვე უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენციასთან, რამაც მტკიცე სამართლებრივი საფუძველი შექმნა საარბიტრაჟო პრაქტიკის განვთარებისათვის“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
(NS)
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)