|
2018-04-03 17:20:25, 1937 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი არ მიანიჭა
უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. შესაბამისი დადგენილება საკასაციო სასამართლომ 28 მარტს გამოიტანა. მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ სარჩელი 6 თებერვალს შეიტანა. ადვოკატები კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოსა და კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდნენ, რომლებმაც სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სასამართლომ საქმე მხარეების დაუსწრებლად განიხილა. მისი მტკიცებით, პროცესი მიკერძოებული იყო. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულ საქმეზე დავის გაგრძეებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)