|
2018-04-02 17:45:57, 2305 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა ფეთჰულა გიულენი რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა და მისი დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებში დაადანაშაულა და ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ Haberturk იუწყება. მედია საშუალენის ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ გიულენის და მისი 7 მიმდევრის დაკავების ორდერი უკვე გასცა. გამოძიება ვარაუდობს, რომ კარლოვის მკვლელობის განკარგულება სწორედ ფეთჰულა გიულენმა გასცა. მანამდე თურქეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მევლუთ ალთინთაში, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, გიულენის მომხრე იყო, თუმცა მქადაგებელი მკვლელობაში არ დაუდანაშაულებიათ. სულ ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე 7 პირია დაკავებული, მათ შორის 3 ყოფილი პოლიციელია. ამასთან, დაკავებულია იმ ფოტოგამოფენის ორგანიზატორიც, სადაც ელჩის მკვლელობა მოხდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში იმ დროს მოკლეს, როდესაც ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)