|
2018-04-02 10:45:38, 2108 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: ბენიამინ ნეთანიაჰუ ტერორისტია, ისრაელი კი, ტერორისტული სახელმწიფო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, საკუთარი პარტიის ყრილობაზე, ღაზას სექტორში რადენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ გააკრიტიკა. მან ნეთანიაჰუს „ტერორისტი“, ისრაელს კი, „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას ისრაელის პრემიერი უკვე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, თურქეთს უფლება არ აქვს, ისრაელს ჭკუა ასწავლოს. „მსოფლიოში ყველაზე მორალურ არმიას ჭკუას არ ასწავლის ის, ვინც წლების განმავლობაში განურჩევლად ბომბავს მოსახლეობას. როგორც ჩანს, ანკარაში პირველ აპრილს ასე აღნიშნავენ, ის, ვინც ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციას ახდენს, ქურთების რეგიონში იჭრება და აფრინში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს, მორალზე და ღირებულებებზე ჭკუას არ უნდა გვასწავლიდეს“,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, რომ 30 მარტს რამდენიმე ათასმა პალესტინელმა ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის საზღვრთან დემოსტრაცია მოაწყო, რაც შემდგომში არეულობაში გადაიზარდა. მომხდარის შედეგად 16 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, მოკლული პალესტინელიდან სულ მცირე 10 ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)